Monday, June 22, 2015

მეცხრე დღე: მოვისმინეთ ქეთევან მეურმიშვილის პრეზენტაცია "არა თამბაქოს,არა ალკოჰოლს,არა ნარკოტიკს",საინტერესო და სასიამოვნო მოსასმენი იყო.ბევრ სიახლეს გაწვდის ნებისმიერი ახლადმოსმენილი პრეზენტაცია.მოვისმინეთ ხათუნა მირველაშვილის პრეზენტაცია"ჰიპერტონია".მომეწონა რჩევები,კონკრეტულად,განწყობა შეიქმენით საუკეთესო და ჰიპერტონია არ შეგაწუხებთო :) მაგდა დოჭვირმა წარმოადგინა "კომპიუტერი ყოველდღიურ ცხოვრებაში",მასწავლებლის მიზანი იყო, მოსწავლეებმა რომ უკეთესად გამოიყენონ კომპიუტერი.ცნობარის შევსება და დამეგობრებაც შემოგვთავაზა :-)  ჩემი პრეზენტაციაც მოისმინეეს :) "შუშანიკის წამება"-ძალადობის პირისპირ.პროექტის მიზანია საზოგადოებამ დახმარება გაუწიოს ძალადობის მსხვერპლს,მეტი თანადგომა გამოიჩინოს მათ მიმართ.მინიმუმამდე დავიდეს ძალადობის ფაქტები,ვიყოთ თბილი,მოსიყვარულე,მზრუნველი ადამიანები.მოვისმინეთ ეკატერინე ალანია-ტუღუშის პრეზენტაცია "ტუბერკულიოზი".საინტერესო თემა
შემოგვთავაზა,პირადი ჰიგიენის დაცვითა და ჯანსაღი კვებით თავს ავარიდებთ ამ დაავადებას.დიანა იასაშვილმა წარმოადგინა პრეზენტაცია"რემონტი ჩემს სახლში".საინტერესოა,სხვადასხვა აქტივობები შემოგვთავაზა ხარისხიანი რემონტის ჩასატარებლად.თამილა ნაცვლიშვილის პრეზენტაციაც მოვისმინეთ "მსოფლიოს შვიდი საოცრება".ეს პროექტი მეექვსე კლასელების დონეზეა გაკეთებული.მოსწავლეები შეძლებენ პარალელის გავლებას ახალ საოცრებებთან.საინტერესო იყო.მაია ლომიშვილმა საინტერესო და შინაარსიანი პროექტი წარმოგვიდგინა "ჯეინ ეარი: თავისუფლება ადამიანის არსს ახასიათებს,ხოლო ცოდვას ამ თავისუფლებით ბოროტად გამოყენება".თავისუფლების არსი,ახალგაზრდებისთვის რამდენად აქტუალურია.მიხვედრა იმისა,რომ ცხოვრებიდან ყველაფერს ვერ მივიღებთ რაც გვსურს,მორალი მაინც არ უნდა დავკარგოთ:) ეკატერინე თუთაშვილის  პრეზენტაცია "ოპერა აბესალომ და ეთერი" ინტერესს იწვევს არა მარტო ბავშვებისთვის,არამედ დიდებისთვისაც,რადგან მიუთითებს ოპერაში მყოფების ქცევის წესებზე,ოპერასა და ბალეტს შორის განმასხვავებელ ნიშნებზე.თამარ გურაშვილმა წარმოადგინა პროექტი "გლობალური დათბობა",რაც გამოკვეთს საარსებო პრობლემას.ნათია გარუჩავამ წარმოადგინა პროექტი"მთის ტრადიციები და ადათ-წესები",საინტერესო და კარგი იყო.მთამ შემოგვინახა მაინც ტრადიციები:)დასრულდა წარმატებით ჩვენი ტრენინგები,ყველას სიკეთესა და წარმატებას გისურვებთ :))
მერვე დღე:გავიხსენეთ ფეიჯების დადება,აგრეთვე გამზადებული საიტის მისამართის დაკოპირება და ჩემს ბლოგზე დადება.შევქმენით ფასილიტაციის ნაშრომი,ამით ბავშვებს დავეხმარებით და რესურსს შევუქმნით.ფასილიტაციისთვის შევქმენით კითხვარი და გეგმებში ჩავსვით.გავაკეთეტ აქტიური ფეიჯების დადება.ძალიან შრომატევადი დღე იყო:)

Sunday, June 21, 2015

მეშვიდე დღე:დავიღალე,ისევ ძალზე შრომატევადი დღე.პროცედურები ჩამოვწერე მიზნებიდან გამომდინარე ყველა მიზანს დავუწერე აქტივობები.გავეცანი გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორიას და მოსწავლეთა დიფერენცირებისთვის სხვადასხვა ფორმა შევქმენი,მოსწავლეთა  სხვადასხვა სწავლის სტილის დასადგენად თვითშეფასების ფორმა შევქმენი.ბლოგზე შევქმენი ფეიჯები))
გავეცანით დიფერენცირების რესურსებს

Saturday, June 20, 2015

მეექვსე დღე:დღევანდელი დღე ძალზე დატვირთული და დამღლელი იყო.ვისწავლე მაიქროსვორდიდან დრაივის ფორმატზე გადასვლა.ვისწავლე პრეზენტაციის ჩაშენება ბლოგზე.გავეცანით მოდულ ხუთში უკუკავშირის მიცემის რჩევებსა და მეთოდებს.აქტივობა პირველში განმავითარებელ თვითშეფასებას,რაც ძალიან მომეწონა.აქტივობა ორში ვნახე შეფასების დაგეგმვა.რესურსებში ვნახე მეტრული სიგიჟე.მომეწონა შეფასების რუბრიკები.:)

მოსწავლის ნაშრომი

Friday, June 19, 2015

მეხუთე დღე:
დღევანდელი  მეცადინეობაც  საინტერესო  იყო. განვიხილეთ  მოდელი  სამი-გამოყენებული  ლიტერატურის  ნიმუში . გადმოვტვირთეთ  სურათები  და  ტექსტები  ჩვენს საქაღალდეში.გავეცანით ვიუერში საავტორო უფლებების შესახებ პრეზენტაციას,შევქმენით ციტირებული დოკუმენტი.მომეწონა ჩემ მიერ შექმნილი სლაიდშოუ,შეხვედრამდე:)

Saturday, June 13, 2015

მეოთხე დღე.  განვიხილეთ მეორე მოდულის  მესამე აქტივობა,გავეცანით შეფასების ხუთ მიზანს,შევასრულეთ ჩვენი პროექტის ფარგლებში სეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები,ვისწავლეთ ბლოგზე კომენტარების დადება და რეფლექსია.გავაკეთე მოსწავლეთა საჭიროებების შეფასება და დრაივზე დადება.დღეს ვისწავლე პროექტების შეფასება.დღეს ჩვენი ჯგუფის წევრის-მაგდას იუბილეცაა,ვულოცავ,მრავალს დაესწროს*)

Thursday, June 4, 2015

მესამე დღე;გავეცანით სტანდარტებისა და მიზნების რუბრიკას,21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებსა და შესაბამის ლექსიკას,მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებს, ფართო მნიშვნელობის იდეების გამომხატველ სიტყვებსა და ზოგად კითხვებს.დრე საინტერესო და შრომატევადი იყო.

Wednesday, June 3, 2015

მეორე დღე: დღევანდელი დღეც საინტერესო იყო.მოვისმინეთ ერთმანეთის მოსაზრებები პროექტების შესახებ.გავეცანით ბუკლეტის ნიმუშებს,სასწავლო პროექტის შაბლონში ჩავწერეთ სტანდარტი და ინდიკატორები.სურათები ჩავსვით ბუკლეტში.