Monday, June 22, 2015

მეცხრე დღე: მოვისმინეთ ქეთევან მეურმიშვილის პრეზენტაცია "არა თამბაქოს,არა ალკოჰოლს,არა ნარკოტიკს",საინტერესო და სასიამოვნო მოსასმენი იყო.ბევრ სიახლეს გაწვდის ნებისმიერი ახლადმოსმენილი პრეზენტაცია.მოვისმინეთ ხათუნა მირველაშვილის პრეზენტაცია"ჰიპერტონია".მომეწონა რჩევები,კონკრეტულად,განწყობა შეიქმენით საუკეთესო და ჰიპერტონია არ შეგაწუხებთო :) მაგდა დოჭვირმა წარმოადგინა "კომპიუტერი ყოველდღიურ ცხოვრებაში",მასწავლებლის მიზანი იყო, მოსწავლეებმა რომ უკეთესად გამოიყენონ კომპიუტერი.ცნობარის შევსება და დამეგობრებაც შემოგვთავაზა :-)  ჩემი პრეზენტაციაც მოისმინეეს :) "შუშანიკის წამება"-ძალადობის პირისპირ.პროექტის მიზანია საზოგადოებამ დახმარება გაუწიოს ძალადობის მსხვერპლს,მეტი თანადგომა გამოიჩინოს მათ მიმართ.მინიმუმამდე დავიდეს ძალადობის ფაქტები,ვიყოთ თბილი,მოსიყვარულე,მზრუნველი ადამიანები.მოვისმინეთ ეკატერინე ალანია-ტუღუშის პრეზენტაცია "ტუბერკულიოზი".საინტერესო თემა
შემოგვთავაზა,პირადი ჰიგიენის დაცვითა და ჯანსაღი კვებით თავს ავარიდებთ ამ დაავადებას.დიანა იასაშვილმა წარმოადგინა პრეზენტაცია"რემონტი ჩემს სახლში".საინტერესოა,სხვადასხვა აქტივობები შემოგვთავაზა ხარისხიანი რემონტის ჩასატარებლად.თამილა ნაცვლიშვილის პრეზენტაციაც მოვისმინეთ "მსოფლიოს შვიდი საოცრება".ეს პროექტი მეექვსე კლასელების დონეზეა გაკეთებული.მოსწავლეები შეძლებენ პარალელის გავლებას ახალ საოცრებებთან.საინტერესო იყო.მაია ლომიშვილმა საინტერესო და შინაარსიანი პროექტი წარმოგვიდგინა "ჯეინ ეარი: თავისუფლება ადამიანის არსს ახასიათებს,ხოლო ცოდვას ამ თავისუფლებით ბოროტად გამოყენება".თავისუფლების არსი,ახალგაზრდებისთვის რამდენად აქტუალურია.მიხვედრა იმისა,რომ ცხოვრებიდან ყველაფერს ვერ მივიღებთ რაც გვსურს,მორალი მაინც არ უნდა დავკარგოთ:) ეკატერინე თუთაშვილის  პრეზენტაცია "ოპერა აბესალომ და ეთერი" ინტერესს იწვევს არა მარტო ბავშვებისთვის,არამედ დიდებისთვისაც,რადგან მიუთითებს ოპერაში მყოფების ქცევის წესებზე,ოპერასა და ბალეტს შორის განმასხვავებელ ნიშნებზე.თამარ გურაშვილმა წარმოადგინა პროექტი "გლობალური დათბობა",რაც გამოკვეთს საარსებო პრობლემას.ნათია გარუჩავამ წარმოადგინა პროექტი"მთის ტრადიციები და ადათ-წესები",საინტერესო და კარგი იყო.მთამ შემოგვინახა მაინც ტრადიციები:)დასრულდა წარმატებით ჩვენი ტრენინგები,ყველას სიკეთესა და წარმატებას გისურვებთ :))

No comments:

Post a Comment